“მე ვიყავი იძულებული მიმეტოვებინა კარიერა”-პაატა ბურჭულაძე

paata-burchuladze„სახელმწიფო ხალხისათვის“ – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდის. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გავრცელდა შესაბამისი განცხადებაც. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჭულაძემ დასახულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტიას მაისის თვეში ყრილობა ექნება.

„მე მყავს პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ პარლამენტში შესვლის შემდეგ და ამას მოვახერხებთ აუცილებლად, ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინ იქნება ჩემს გვერდში? მთელი საქართველო იქნება ჩემს გვერდში,“-აღნიშნა ბურჭულაძემ და ჟურნალისტების შეკითხვასაც უპასუხა ქართული ოცნების ბრალდებებზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას იმაში ადანაშაულებენ, რომ 9 წლის განმავლობაში პროტესტი არ გამოუხატავს.

„9 წელი მე ვიყავი ქვეყნის სადარაჯოზე, საერთოდ 25 წელი ვინც მოდიოდა, მთავრობაში მე ვიყავი მის გვერდში, დღეს მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ადამიანს ვის გვერდშიც შეიძლება დადგომა, დღეს ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მე ვიყავი იძულებული მიმეტოვებინა კარიერა, ჩემი ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ მოძრაობას სათავეში,“-აცხადებს ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკასთან საბრძოლველად მოდის
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ხუთსულიანი ოჯახი ცოცხლად დაწვეს