Visioner: ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა

თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა – ინფორმაციას Visioner ავრცელებს.

“დღეს, არჩევნებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად. სხვადასხვა კადრებზე და ანალიზზე დაყრდნობით, აქციაზე, პიკის დროს, დაახლოებით 90-100 ათასი იმყოფებოდა”, – წერია განცხადებაში.

მთავარი ფოტო: Ezz Gaber

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის მიმართვა ზელენსკისა და სანდუს: “ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში”
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: მივდივართ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მშვიდობისთვის