ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე – ბოკერია საპარლამენტო ხელფასებზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საპარლამენტო უფლებამოსილების მქონდე დეპუტატების ხელფასების საკითხს ეხმაურება.

ბოკერიას თმით, სხადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის, ევროპული საქართველოს წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია მაშინ, როდესაც ქართული ოცნება უტიფრად არ აკმაყოფილებს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, ზოგიერთმა ბიუჯეტში დააბრუნა, ზოგიერთმა ქველმოქმედებაში მიმართა, ზოგიერთმა საპარლამენტო ხელფასი მისცა აქტივისტებს.
ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია იმ უტიფრობის ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ აცხადებდა, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, შემდეგ თქვა, რომ სასწრაფოდ დაგიკმაყოფილებთ თუ ეხლავე არ დაგვთანხმდებით იმაზე, რაც გვინდაო, ეხლა ისევ გადათქვეს და თითქოს დამოკლეს მახვილივით აქვთ დაკიდებული ეს საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა.
ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიტარიელ ნაკაიძე – ვიდრე პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მივიღებ ხელფას
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ბოლო წლებში პირველად, დეკემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა