,ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ყველას ველოდებით სვანეთში”

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის ოფიციალური გახსნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც “თაიმერს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვანეთში იმყოფება.

,,ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი. დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა – როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო სათხილამურო კურორტის განვითარებაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანია “პომას”.

დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “თეთნულდზე” მოეწყობა პრესტურები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტს ეწვევიან ტურისტული კომპანიები.

ეკონომინის სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება სერვისების განვითარების მიმართულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში გაკეთდება გენერალური განაშენიანების გეგმა, ასევე მოხდება მიწების რეგისტრაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშიგატაცებული გოგონას ოჯახის წევრებმა თბილისი-რუსთავის გზატკეცილი გადაკეტეს
შემდეგი სტატიადღეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა