2008 წლის ომისაც და მანამდეც, ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი წერს.
საქმე ეხება ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ნაცმოძაობის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში ქართველმა ხალხმა უნდა მოიხადოს.
დიპლომატი პირდაპირ წერს, რომ ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვისაც ” რუსეთის კეთილი მეტამორფოზის და ფოჩიანი კანფეტების სჯერა”. ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ “ბოდიშის მოხდა” ის ხერხი არაა, რომელიც არსებული ვითარებაში სიტუაციის დაალაგებს.
2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში, – წერს დიპლომატი.
შეგახსნებთ, ჯავახიშვილი პოსტიდან დენონსტრაციულად რუსული კანონის განხილვის პროცესში გადადგა.