ვისაც გგონიათ, რომ ეს კადრები მიშას შეურაცხყოფაა და არა სახელმწიფოსი, უსაშველოდ რეგვენები ხართ – ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავს.

როგორც წითლიძე Facebook-ზე წერს, ეს კადრები სახელმწიფოს შეურაცხყოფაა და არა მიხეილ სააკაშვილის.

“ვეღარ ვუყურებ მაგ კადრებს. მორალურად არ შემიძლია. ნაძირლები ხართ, ყველას მოგეკითხებათ და რომ შეგაკვდეთ ამ ბრძოლაში არ მენანება.

აღარ ვფიქრობ იმაზე რა გადაიტანა მანდ სულ მარტომ, როგორც არასოდეს ისე მეამაყება რომ მისი თანამებრძოლი ვარ.

ვისაც ჰგონია, რომ ეგ კადრები მიშას შეურაცხყოფაა და არა სახელმწიფოსი – უსაშველოდ რეგვენები ხართ”, – წერს ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან
შემდეგი სტატიასაქალაქოში 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო ჩაინიშნა