ვისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი – არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას თელავში ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია შეშინებულია და ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე ვერ ესაუბრება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებით უარი კიდევ ერთხელ უთხრა.

„ვისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი, რომელთაც ნამდვილად ეშინიათ, თავის მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს უთხრან სიმართლე, რომ მათ წააგეს დიდი უპირატესობით და ასევე, მათ უჭირთ, თავის მხარდამჭერებს უთხრან, თუ რა იქნება მომავალში, თუ რა უნდა გააკეთოს იმ პარტიამ მომავალში, რომლის ადგილიც რეალურად, საზოგადოებამ ამ მომავალში ვერ დაინახა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციამ თელავის მერიას მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ტერიტორიის გამოყოფის მიზნით ორი დღის წინ მიმართა.

მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.

ოპოზიცია მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის ტერიტორიას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია​დავით მათიკაშვილი : ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის მოვლენები ზუსტად შეაფასა