“ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, პასუხისგებაში იქნება მიცემული – “ოცნება” 20 ივნისის საქმეზე ოპონენტებს პასუხობს

20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მწვავე ბრალდებებსა და შეფასებებს მმართველი გუნდი საპასუხო კრიტიკით იგერიებს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ სახეზეა დანაშაული, რომლისთვისაც დაისჯება ყველა დამნაშავე, მიუხედავად მისი სტატუსისა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ოპონენტები რას იტყვიან, მთავარია, რა მტკიცებულება აქვს პროკურატურას. მისი თქმით, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ხოლო ვინც უდანაშაულოა, არ დაისჯება.

„კემულარიები რას იტყვიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მნიშვნელობა აქვს იმას, რა მტკიცებულება უჭირავს ხელში პროკურატურას. პროკურატურას თუ ეს მტკიცებულება არ აქვს, ნებისმიერ ტელევიზიას, მათ შორის თქვენც, შეგიძლიათ, თავისუფლად გადასცეთ მოქმედებების ზუსტი სატელევიზო ჩანაწერი, რის გამოც მას ბრალს უყენებენ, ეს არის და ეს. ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, ის არანაირად არ იქნება დასჯილი. ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს, ეს თქვენც კარგად იცით, პირადად თქვენც კარგად იცით, ის იქნება პასუხისგებაში მიცემული. ნებისმიერ ხელისუფლებას დააზიანებს ის პროცესი, რასაც ჰქვია დაკავებამ, მით უმეტეს თუ ადამიანები თავიანთ თავს პოლიტიკურ ლიდერებად შერაცხეს. რასაკვირველია, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, არავის არ სიამოვნებს არავის დაკავება და არც პასუხისგებაში მიცემა, ხელისუფლებისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის ეს გამოწვევაა, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რასაც ჰქვია მძიმე დანაშაული ჩადენილი ქვეყნის წინააღმდეგ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში,,მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა”
შემდეგი სტატიაარ ვეთანხმებით ამ გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ – ბადრი ჯაფარიძე