ვისაც ჩემი ხელფასი გალაპარაკებთ-რას წერს ნიკა გვარამია?

ვისაც ჩემი ხელფასი გალაპარაკებთ:
1. ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა და 8 საათიანი სამუშაო დღე, სანამ რ2ში მოვიდოდი;
2. ჩემი, როგორც დირექტორის მოვალეობაში (და ზოგადად არც ერთი დირექტორის მოვალეობაში), ტრიბუნებზე, მიტინგებზე და ბრიფინგებზე დგომა არ შედიოდა არც კონტრაქტის დადებისას და არც ახლა. სხვის საკუთრებას ვიცავდი იმის სრული რწმენით, რომ სწორად ვიქცევი გუნდის, მაყურებლის და ქვეყნის წინაშე;
3. ქიბარ ხალვაშის რ2შიც შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი დირექტორი. გამიშვებდნენ, 5 მილიონი დოლარი მერგებოდა კომპენსაცია, თვითონ წავიდოდი – 2.5 მილიონი დოლარი. ასეთი დაცვის გარანტიები ჩამიდო დამქირავებელმა კონტრაქტში ჩემივე მოთხოვნით. სხვაგვარად სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას ვერ მივიღებდი.
4. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ რ2ში სიტუაციის ასარევად დაწყებულ ჩემი ხელფასით სპეკულაციებს, დღეს აგრძელებენ ის ადამიანები, ვისი საკუთრებაც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების რისკის ფასად დავიცავი და დღემდე ვიცავ. და ასევე ის ადამიანები, რომელთა ხმას ვერავინ გაიგებდა, რომ არა გუნდის და ჩემი ეს თავგანწირული ბრძოლა.
გრცხვენოდეთ თქვენი იაფფასიანი სპეკულაციების და ისიც გახსოვდეთ, რომ 20 ათას დოლარიანი ხელფასი ნამდვილად არც მიკვირს და არც ჩემი შესაძლებლობის ზღვარია. დღემდე მაქვს ბევრად უკეთესი შემოთავაზებები, ფულზე ყველაფრის დამყვანო ხამებო-წერს რუსთავი2 გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში„თვალებში შემომხედე, ბიჭო!“ – მარგველაშვილისა და კობახიძის „შეჩერებული წამი“
შემდეგი სტატიათბილისში, თამარ მეფის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დააყაჩაღეს