აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უცვლელი ლექსიკა – თორნიკე რიჟვაძე სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ისევ “ლიბერასტებს” უწოდებს. ამ ტერმინით მან თბილისში გამართული გუშინდელი აქცია შეაფასა:
„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.