“ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს” – ბახტაძე

საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, ან არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერმა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დარგი კიდევ უნდა წავიდეს წინ. მისივე თქმით “არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს”.

“ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები”,- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი ხდება
შემდეგი სტატიადავით გარეჯის საკითხზე ბაქოში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება