ვისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს, აჩვენოს ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს – ზურაბიშვილი გვარამიას პასუხობს

ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, შემოწირულობებთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს.

საპრეზიდენტო კანდიდატმა სამ დღეში მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მის შემომწირველებში კი თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმა არიან. ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის ყველასგან მიიღოს დაფინანსება.

საპრეზიდენტო კანდიდატი “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა და მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ ნიკა გვარამიას “ფეისბუქ პოსტის” შემდეგ, კიდევ უფრო მობილიზებულები იყვნენ და ნებისმიერი თანხით დააფინანსონ.

„მე ყველას ვთხოვე საჯაროდ, ტელევიზიით და ყველა ფორმით რაც შემეძლო. ყველასგან ვითხოვ დახმარებას, დაფინანსებას ამ კამპანიის. იმის მიუხედავად, რომ სწორედ თქვენი ტელეარხია დირექტორისა და სხვებისგან მოდის მუქარა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაბედავს დამეხმარება და დამაფინანსებს. დღესაც მინდა ყველას მივმართო, ვისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს სწორედ, რომ აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში„არ შეიძლება, აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე და ამავე დროს, ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე“ – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაიგორ კვესელავა : “სააკაშვილს არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ რევოლუცია მოაწყოს”