„ვის უყვებით ასეთ ზღაპრებს?!“ – კოტე კემულარია სუს–ს

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი სუს-ის განცხადებას ტყუილს უწოდებს. კოტე კემულარიას თქმით, უწყებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ქიმიური ფხვნილი კანონიერად იქნა შემოტანილი საქართველოში.

პოლიტიკოსი ასევე ყურადღებას ქიმიური ნივთიერების ვადებზე ამახვილებს და ამბობს, რომ 17 წლის განმავლობაში აღნიშნულ ქიმიურ იარაღს ვადა აუცილებლად გასული ექნებოდა.

ჩვენ გვაჩვენეს კასვი და ჩვენ თურმე ეს უნდა დავიეროთ. სად არის ხელშეკრულება? სად არის ხელშეკრულების ნომერი, რომ გადმოლახა ამან მარლა საზღვარი საქართველოში, შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოძიება ხომ ასე იქცევა? ეს არის, ფაქტობრივად, ტყუილი და რაც ყველაზე მთავარია – ვადა. გვითხრეს, რომ 2007 წელს. ეს ხომ ფხვნილია, თეთრი ფხვნილი, სინამდვილეში, იყო ყვითელი, ყველა მიუთითებდა, რომ წყალში იყო ყვითელი და ყვითელი არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვამბობდით – კამიტე. ეს კი არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც სუნი საერთოდ არ აქვს. 7 წლიდან ხომ გადის 17 წელი? ეს ვარგისი იყო? ასეთი რამ არსებობს? წამალს აქვს ერთი წელი ვადა, ორი, სამი, ოთხი… 17 წელი ფხვნილი ინახებოდეს და ის იყოს ვარგისი გამოყენებისთვის ადამიანების წინააღმდეგ? ეს ვის უნდა დააჯერონ? ან ვის უნდა უთხრან ასეთი ზღაპრები?, – ამბობს კოტე კემულარია.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაშიშსს: მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ფაქტზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული
შემდეგი სტატიათელავში სამი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა