ვის ნიშნავს დონალდ ტრამპი წამყვანს თანამდებობებზე?

ტელეკომპანია СNN-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში წამყვან თანამდებობებზე მოსალოდნელი დანიშვნების შესახებ საუბრობს.
ტელეარხის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალაბამქას შტატის სენატორის, ყველაზე კონსერვატორი რესპუბლიკელის – ჯეფ სეშნსის დანიშვნას ვარაუდობენ.
აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწედ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი მაიკლ ფილინი დაინიშნება.
რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტს, СNN-ი ამ პოსტზე ნიუ-იორკის მერის რუდოლფ ჯულიანის დანიშვნას ვარაუდობს.

banner
წინა სტატიაშიარმენ ჯიგარხანიანი აღიარებს, რომ რუსეთში არსებობს ცენზურა
შემდეგი სტატია(video) აფხაზეთი ანარქიის ზღვარზეა