ვის მხარეს დადგება ერდოღანი – პუტინის თუ ტრამპის?

ოთხშაბათს სოჭში დაგეგმილი რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი იქნება თავად თუქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისათვის, რომელმაც ბოლო პერიოდში ევროკავშირი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა და ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ საკუთარი თავი რუსეთს ან აშშ-ს შესთავაზოს როგორც ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პარტნიორი და ამით განიმტკიცოს პოზიციები.
პუტინტან შეხვედრა, რომელიც რუსეთთან სიტუაციის დალაგების წარუმატებელი მცდელობების ფონზე განხორციელდება, ერდოღანისათვის პირველი რაუნდი იქნება საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რადგან მეორე რაუნდი, მას ასევე მაისში დაგეგმილ შეხვედრაზე, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ექნება, სადაც თურქეთის პრეზიდენტი ალბათ საბოლოოდ გადაწყვეტს თუ ვის მხარეს დადგეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერდოღანის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, სოჭში გერმანიის კანცლერ მერკელთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა… როგორც რუსული ასევე დასავლური მედია ადასტურებს, რომ საუბარი სირიის კონფლიქტის მოგვარებასა და ჩრდილო-კორეის კრიზისს შეეხებოდა. დასტურდება ასევე ის ფაქტიც, რომ საუბრისას მხარეებმა გაიზიარეს ერმანეთის პოზიციები და შეთანხმდნენ კორდინირებულ მოქმედებებზე. მიღწეულია აგრეთვე შეთანხმება, რომ პუტინი და ტრამპი ერთმანეთს პირისპირ, მიმდინარე წლის ივლისში, ჰამბურგში G20-ს სამიტზე შეხვდებიან და დაილაპარაკებენ.
მიუხედავად სირთულეებისა, ექსპერტების აზრით სოჭის შეხვედრაზე ერდოღანი შეეცდება რუსეთთან დაგროვილი აზრთასხვაობაზე პუტინს ღიად ესაუბროს და პოლიტიკურად სარფიანი წინადადებებიც შესთავაზოს, თუმცა რამდენად საიმედო პარტნიორი იქნება ერდოღანი პუტინისთვის, ამას თავად ერდოღანი – ტრამპთან შეხვედრის შემდგომ გადაწყვეტს.

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაში(video) КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ
შემდეგი სტატიაპუტინი და ტრამპი სირიის საკითხზე შეთანხმდნენ