ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას მოთმინებით ელოდებიან, რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, ივანიშვილის პრემიერის თქმით, ამაზე თვითონ ილაპარაკებს, როცა აშშ-დან საქართველოში დაბრუნდება:
“ვისთან აქვს მიხეილ ყაველაშვილს შეხვედრები, ამასთან დაკავშირებით, თვითონ მიხეილ ყაველაშვილი მოგახსენებთ, როცა დაბრუნდება საქართველოში. ჩვენს ინტერესს რაც შეეხება, ჩვენი ერთადერთი ინტერესია განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა და შედგეს ჯანსაღი პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თვითონ მიხეილ ყაველაშვილი მოგახსენებთ მის შეხვედრებთან დაკავშირებით, როდესაც დაბრუნდება საქართველოში. მოდით, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის უფლება დავუტოვოთ მიხეილ ყაველაშვილს. განა ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის ვიზიტს, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს კომენტარები ამ ვიზიტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
















