„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში” – გრიგოლ ვაშაძე

„ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში,“- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით – მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წაროიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : ევროსაბჭოს ძალისხმევა, დაუშვას გამონაკლისი რუსეთისთვის, ძირს უთხრის ამ ორგანიზაციის უნარს, იმუშაოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
შემდეგი სტატია“საკუთარი სამშობლოს ღალატი”…”პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა” – ოპოზიცია ახალ ჩანაწერებზე