ვის ღალატზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი?

ვის ღალატს მსაყვედურობენ?! ჩემს ქვეყანას ვემსახურები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გარეთ დარჩენილ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ბედავენ.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნახევარზე მეტს, ვინც გარეთაა დარჩენილი, მათი მოსაზრება ვიცი და პარლამენტში შესვლა უნდათ. უბრალოდ, ამის გაკეთებას ვერ ბედავენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ! ზოგს ამის ეშინია, ზოგს იმის ეშინია, ზოგს იმ გზის გავლის ეშინია, რაც ჩვენ გავიარეთ. ერთი რაღაცის ჩვენება გვინდოდა მე, ლევანს და ჩემს პარტიას: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა, ყველასთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ვერავინ ვერ დაგვაშანტაჟებდა, სავარაუდო „ბულინგით“. ის ნაბიჯი თუ ვერ გავბედეთ, რისიც გვჯერა და გვწამს მაშინ საერთოდ პოლიტიკაში რა ჯანდაბა გვინდა?! ხანდახან გვსაყვედურობენ, რომ არ იყავით თანამიმდევრულები. ბოიკოტი რომ გამოვაცხადეთ, ვიყავით, თუ არა ბოიკოტში ჩვენ თანამიმდევრულები?! ბოლომდე ფულისთვის ხელი არ მოგვიკიდია. ვის გიგი უგულავას, თუ გიგა ბოკერიას ვუღალატე?! რა იყო მთავარი პრინციპი?! თუ ნინო ბურჯანაძეს ვუღალატე?! ვის ვუღალატე, ვის ღალატს მსაყვედურობენ?! საკუთარ თავს როდის ვუღალატე?! ჩემს ქვეყანას ვემსახურები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები