11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ვის გაუუქმდება ქონების გადასახადი – უმრავლესობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40 ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება.

„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, დაჩქარებული წესით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადზე 40 ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე. ამით 81 ათას პირს, რაც ვიცით, გაუუქმდებათ ქონების გადასახადი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერებისთვის პარტნიორებისგან გარანტიებს ითხოვს
შემდეგი სტატიაკირცხალია: “ოცნება” სარჩელით პარტია “გახარია-საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს