ვის ენდობა ხალხი ყველაზე მეტად Edison research-ის კვლევით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს (87%), ეკლესიას (85%), უნივერსიტეტებს (68%), ქართულ მედიას (67%) და პოლიციას (65%) ენდობა.

სახალხო დამცველს ენდობა გამოკითხულთა 58%, ადგილობრივ ხელისუფლებას – 51%, არასამთავრობო ორგანიზაციებს – 49%, პრემიერმინისტრს – 44%, ცესკოს – 41%.

ქართულ ბანკებს და ქართულ სასამართლოს მოსახლეობის 41-41% ენდობა, პროკურატურას – 39%, ხოლო მთავრობას – 38%.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

banner
წინა სტატიაშიEdison Research-ის კვლევა: მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიაEdison Research-ის კვლევა: ანაკლიის პორტში ინვესტიციების ჩადება აშშ-მ უნდა განახორციელოს