ვის დაარტყამს რუსეთი დაღუპული მგზავრების საპასუხოდ?

პუტინის უხეში და სასაცილო გამონათქვამები

როგორ გამოეხმაურა რუსული ინეტ-სივრცე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დასაჯოს ეგვიპტე. მასალა თარგმნილია შემოკლებით.

putin

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ შეწყდეს სამგზავრო თვითმფრინავების ფრენა ეგვიპტეში. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის რჩევის შემდეგ, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსული ლაინერის კატასტროფის მიზეზი ტერაქტი იყო.მაგრამ ვინ იყო ორგანიზატორი?
გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და კატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ გამოუცხადებიათ. თუმცა რუსეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებებიდან ცხადი ხდება, რომ ადგილი ჰქონდა ტერაქტს. ამაზე მეტყველებს პუტინის გადაწყვეტილება შეაჩეროს სამოქალაქო ავიამიმოსვლა ეგვიპტესთან. წარმოიდგინეთ, ამას რა მოყვება.
ჯერ ერთი, სასწრაფოდ იქნება სამშობლოში დასაბრუნებელი 45 ათასიდან 75 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, რომლებიც დღეს ეგვიპტეში იმყოფებიან. ეს იქნება ყველაზე მასშტაბული ევაკუაცია სამამულო ომის შემდეგ. მეორე – ეს იქნება საშინელი დარტყმა ჩვენს ტურ-ინდუსტრიაზე, რადგან ეგვიპტე ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია რუსი ტურისტებისთვის.
მესამე, ეს იქნება საშინელი დარტყმა მეგობარი ქვეყნის, ეგვიპტის ეკონომიკისა და ბიუჯეტისთვის.
პუტინმა კარგად იცის, თუ რა მოყვება ასეთ ნაბიჯს, მაგრამ მაინც მიდის ამაზე. ე.ი. მას აქვს მნიშვნელოვანი მიზეზები ამისთვის. შეგახსენებთ რომ სათანადო რეკომენდაცი მას მისცა არა ვიღაც ბლოგერმა, არამედ პერსონალურად ალექსანდრ ბორტნიკოვმა, უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა. მან სავარაუდოდ, დაუდო ბევრად უფრო ძლიერი მტკიცებულებები, ვიდრე პატეთეტიკური „გული მიგრძნობს, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!“. ჩეკისტებს, როგორც მოქმედ, ასევე ყოფილებსგული, რასაკვირველია, ცხელი აქვთ, მაგრამ გონება ცივი. ამიტომ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს ისინი ღებულობენ მაშინ, როცა აქვთ ფაქტებით გამყარებული მტკიცებულებები სხვადასხვა წყაროდან.

sinai-tvitmfrinavi
პუტინისმიერ საგანგებო გადაწყვეტილების მიღება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ავიაკომპანიებს და ტურ-ოპერატორებს დროც კი არ მისცეს, შეესრულებინათ უკვე გადახდილი ტურები და რეისები. ეტყობა, საშიშროება იმდენად სერიოზულია, რომ ყოველი დღე და ყოველი ფრენა ძალზე სარისკოა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ფრენები ეგვიპტეში შეწყვიტა დიდმა ბრიტანეთმა, თან ეს გადაწყვეტილება ინგლისელებმა მიიღეს მათთვის ძალზე უხერხულ მომენტში – იმ დღეებში ლონდონში ვიზიტით იმყოფებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ას-სისი. სხვათაშორის, ეგვიპტე, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა, ამდენად, ინგლისს, დღემდე აქვს შენარჩუნებული სანდო ინფორმაციის წყაროები.
რუსული ლაინერის კატასტროფა მოხდა 9 ათასი კმ-ის სიმაღლეზე. ამერიკული სტინგერი (FIM-92) მიზანში ხვდება არაუმეტეს 3,5 კმ სიმაღლეზე, ხოლო ანალოგიური რუსული „იგლები“ «Иглы» 4 ათას კმ-მდე. ასე რომ მიწიდან ჩამოგდება გამორიცხულია.რაიმე სხვა სისტემა ტერორისტულ ორგანიზაცია იგილს არ გააჩნია, ე.ი. ლაინერი გაანადგურა შეტანილმა ბომბმა. ირიბად ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ მოსკოვს და ლონდონს ეგვიპტიდან თვითმფრინავებით გამოყავს თავისი მოქალაქეები ყოველგვარი ხელჩანთების და ბარგის გარეშე, მათი ბარგი სხვა ბორტით გადააქვთ დანიშნულების ადგილზე. ასევე გამორიცხულია ტერორისტ-შახიდის ბორტზე ყოფნაც.
პირველი, რა აზრიც თავში მოდის – ესაა იგილის შურისძიება რუსეთის მიერ მათი დაბომბვის გამო და ამიტომ მათ მიერ არის ლაინერი აფეთქებული. მაგრამ მათთვის უფრო ახლოსაა დაუნდობელი ბარბაროსობა თავების მოჭრით და სხვა ამდაგვარი მოქმედებებით. თან ისინი არ ყოფილან შემჩნეულები ასაფეთქებელი ნივთიერების ლაინერში თუ სხვა დაწესებულებებში შეტანით. ეს მათი სტილი არაა.ასე მოქმედებდა ალ-ქაიდა, რომელიც, მართალია მათი მოკავშირეა, მაგრამ არა იდენტური. თან ალ-ქაიდა ყოველთვის სახალხოდ აცხადებდა, რომ მათ ჩაიდინეს ტერაქტი.
31 ოქტომბრის აფეთქების სქემა სულ სხვანაირი იყო. ვიღაცამ ჩუმად შეიტანა ბომბი და გაქრა, კატასტროფის შემდეგ კი არანაირი განცხადება არავის გაუკეთებია. ეს უფრო სახელმწიფო სპეცსამსახურების ხელწერას ჰგავს, ვიდრე რელიგიური ფანატიკოსების.
ვისთვის არის ეს ხელსაყრელი?
რუსეთის სპეცოპერაციით სირიაში ყველაზე მეტად უკმაყოფილონი არიან საუდის არაბეთში, ყატარში და თურქეთში. ძნელი წარმოსადგენია ტერაქტითურქეთს მოეწყო, მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა მოსკოვსა და ანკარას შორის დიპლომატიურ სფეროში, თან ჩვენს ქვეყნებს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ. ადრე თუ გვიან მაინც ცნობილი გახდება, ვინ ააფეთქა ლაინერი, ასე რომ თურქეთს არანაირად არ აწყობს Casus belli – რუსეთთან საომარი სიტუაცია.

Russian President Putin delivers speech during opening ceremony of MAKS International Aviation and Space Salon in Zhukovsky
სხვა საქმეა საუდის არაბეთი, რომელიც ძნელად შეიძლება მიეკუთვნოს ნორმალურ სახელმწიფოს, მითუმეტეს დემოკრატიულს. საუდის არაბეთში დღესაც სჯიან მოქალაქეებს თავის მოკვეთით ოჯახური ღალატის გამო.სიტუაცია აქ რთულდება იმით, რომ საუდიტების მეფე 80 წლის არის და როგორც ამბობენ არაადექვატურია, ხოლო მის ნათესავებს კი ერთმანეთში გაუთავებელი დავა აქვთ ტახტის გამო.
საუდიტებს არ მოეწონათ ამერიკელების გადაწყვეტილება, აღედგინათ ირანთან მეგობრობა დადაედოთ ხელშეკრულება სანქციების მოხსნაზე, რადგან როგორც სუნიტები, ისინი მტრულ დამოკიდებულებაში არიან შიიტურ ირანთან და თვლიან ირანს თავის პოლიტიკურ, ეკონომიურ და იდეოლოგიურ მტრად. არის ვერსია, რომ ამერიკელებმა კი არ დაარწმუნეს საუდის არაბეთი, რომ დაეგდო ნავთობზე ფასი და ამით ევნოთ რუსეთისთვის, არამედ თავად მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რითაც გაანადგურეს აშშ-ში ფიქალური გაზისმოპოვება. მათ მიაღწიეს მიზანს და დღეს ამერიკაში დარჩა ფიქალის გაზის მოპოვებაზე მომუშავე ჭაბურღილების მხოლოდ 37%.
ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში მოხდა რუსული ლაინერის კატასტროფა. 240 მოქალაქის დაღუპვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. ყირიმის და სირიის მაგალითზე ჩვენ დავრწმუნდით, რომ პუტინს ყოფნის ნებისყოფა, მიიღოს ძალისმიერი გადაწყვეტილებები. ამას წინათ რუსეთის ლიდერმა გაიხსენა თავისი ბავშვობა და ის პრინციპი, რაც მან ლენინგრადის ქუჩებში ისწავლა 50 წლის წინათ: „თუ ხედავ, რომ ჩხუბი გარდაუვალია – დაარტყი პირველმა“.
რასაკვირველია, პუტინმა, ბორტნიკოვმა და შოიგუმ ბევრი ისეთი ფაქტის შესახებ იცის, რაც მასს მედიაში არ გამოქვეყნებულა. დღეს რუსეთს საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს დამნაშავეების დასასჯელად და მოსკოვს შეუძლია ეს გააკეთოს ისე, რომ არც გამოიყენოს თავისი ატომური არსენალი.

banner
წინა სტატიაში“თმას არ შეგატოვებ თავზე საზიზღარო”-საბავშვო ბაღის ძიძა აღსაზრდელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: მაგარია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ვერ მოძებნეს ვერაფერი და საქართველოში ჩამოვიდნენ