11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ვის და რაში სჭირდებოდა ელისო კილაძის გამოკეტვა?!

ყოველგვარი წყენებისა და პიროვნების ანტიპატიის გარეშე შევხედოთ სრულ სურათს, ვის და რაში სჭირდებოდა ელისო კილაძის გამოკეტვა?!

რას საქმიანობდა ბოლო წლებში,რა გახდა ამის მიზეზი და რატომ? დასკვნები თავად გამოიტანეთ პიველმა ამხილა ქოლცენტრები და გემახსოვრებათ ბათუმში, წინააღმდეგობის მიუხედავათ ლაივით გაშუქებული კადრები, ტექნიკაზე და მომუშავე პერსონალზე, იმ იმედით რომ დაიწყებოდა გამოძიება და დაიწყო კიდეც, მაგრამ არავინ მიუციათ პასუხისგებაში, ისე ჩაიფარცხა ეს საქმე, გაგრძელება აღარ ჰქონია შემდეგი ნაბიჯი, ღარიბაშვილ ლილუაშვილის კლანი! კლანებთან ბრძოლა და არაერთი მასალის გასაჯაროვება, რაც მაშინ ღიმილის მომგვრელად ეჩვენებოდათ, დღეს უკვე დადასტურებულია! და ამაში ელისო კილაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, წინააღმდეგობების მიუხედავად არ შეშინებულა, იყო მუქარებიც ნარკოტიკებთან ბრძოლა! დღეს რასაც თავად ებრძვიან, (ყოველდღე დაკავებებია) ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს ელისომ გაილაშქრა ამის წინააღმდეგ! არაერთი ვიდეო თუ ფოტომასალა იხილა საზოგადოებამ, ცხოვრების მიზნად დაისახა ახალგაზრდების გადარჩენა და ეს გამოუვიდა. მახსოვს, მადლიერი მშობლებიც მეუფე ჯამდელიანის საქმე! რომელიც არაერთ გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება…

ხე ტყის უკანონო ბიზნესი და ვიქტორ ჯაფარიძე! მასალები იხილეთ მის პირად ფეისბუქ გვერდზე და ჯანგველაძის მკვლელობის საქმე, სასამართლო პროცესები რომელსაც აქტიურად აშუქებდა, დაუპირისპირდა ალტ ინფოს დამფუძნებელ კოკა მორგოშიას, ეს ის ალტ ინფოა, ყოველდღიურ “სიმართლეს” რომ გვაჩეჩებს, პარალელურ რეჟიმში თაღლითების გამოაშკარავება, (რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში) და აბა გამოიცანით ვინ მფარველობს ამ თაღლითებს? მამუკა მდინარაძე! მდინარაძეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაუანონსა მხილება და რა ხდება ამის შემდეგ? აკავებენ და ბრალს დებენ ქოლცენტრების გაპიარებას მედია საშვალებით! მინდა მამუკა მდინარაძეს მივმართო! გვაჩვენოს სად არის ეს შენობები და ელისოს მიერ დასაქმებული პერსონალი, სად არის ეს ხალხი? და თუ არსებობს, აქამდე სად იყავი? არ იცოდი? სუსმა ეს არ იცოდა? ნუთუ ასეთი ინფანტილურები გონივართ? ასე გეშინია ერთი ქალის და რატომ? მართლა ხომ არ ფლობს იმ კომპრომატებს, რაზეც საუბრობდა და ამიტომ დაატყვევე?! დიახ, ელისო კილაძე შენი პირადი პატიმარია! ბიძინა ივანიშვილი ხომ იცი რომ მოპარვას არავის პატიობს?! შენი პანიკური შიშებიდან მომდინარეობს ეს დაჭერაც, განეიტრალება იმ ადამიანების ვინც ხმამაღლა დაიწყო საუბარი მაგრამ არაფერი დაიმალება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ღარიბაშვილ ლილუაშვილის ბედს გაიზიარებ და ადრე თუ გვიან აღმოჩნდები საბრალდებო სკამზე! ერთი რამ ვერ გაითვალისწინე, ყველას ხმას ვერ დაახშობ, თეთრი ძაფით ნაკერი საქმე ჩამოგეშლება და აუცილებლად გადაყვები! ცნობისთვის ელისოს სახლში ჩხრეკისას, ორ ოთახიან ბინაში არც ოქროს ზოდები, არც ბრილიანტები, არც ბიტკოინები და არც მილიონები უპოვიათ და პროკურატურამ საერთოდაც გრიფი დაადო ამ საქმეს, ბრალდებულის ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და რატომ? დანარჩენი თქვენ იფიქრეთ…

წყარო: “ქორნიკა +”

banner
წინა სტატიაშიჩვილის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბათუმის სამშობიაროში დედამ სახისა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, უმძიმესია
შემდეგი სტატია“ნულს პლიუს ნული, უდრის ნულს” – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას