ვის ჩააბარა ტრამპმა კომუნიკაციის დეპარტამენტი?

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბიზნესმენ ენტონი სკარამუჩის დანიშვნას, პრეზიდენტის პრესმდივნის შონ სპაისერის გადადგომა მოჰყვა.


სპაისერმა ღიად დაასახელა გადაგომის მიზეზი. ,,მე არ ვეთანხმებოდი სკარამუჩის დანიშვნას,, განაცხადა მან.
როგორც აღმოჩნდა, სკარამუჩი 2012 წლიდან ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს და არა დონალდ ტრამპს. ამის შესახებ ამერიკელმა ჟურნალისტებმა სკარამუჩის ,,ტვიტერის,, გვერდზე განთავსებული განცხადებებიდან შეიტყვეს, რომელსაც თურქმე სკარამუჩი ნელ-ნელა უკვე შლის.
,,სრული გამჭვირვალეობა. მე ვშლი ძველ ტვიტებს. ძველმა შეხედულებებმა ევოლუცია განიცადეს და მათ ყურადღება არ უნდა გამიფანტონ. მე ვემსახურები დონალდ ტრამპის პროგრამას და ეს არის მნიშვნელოვანი,, დაწერა ტვიტერზე სკარამუჩიმ.
,,ტვიტერის,, მომხმარებლებმა მას კომენტარში დაუწერეს, რომ მისი ძველი ტვიტების ,,სქრინშოტები,, შეინახეს და მათ შინაარს მომავალშიც არაერთხელ შეახსენებენ მას.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმებას თხოვს
შემდეგი სტატიამარში მოსკოვში: რუსეთი პუტინის გარეშე! ინტერნეტი ცენზურის გარეშე! (ვიდეო)