“ვის ასამართლებენ ქოცები ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე?!” – სააკაშვილი დაკავებულებზე და “ოცნების” სასამართლოზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “ფეისბუკის” პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებსა და თითოეულის როლზე საზოგადოებაში, ასევე, ხაზს უსვამს “ოცნების” სასამართლოს “სამართლიანობასაც”.

“თაიმერი” მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუკ–პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“ვის ასამართლებენ ქოცები ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე.

პაატა ბურჭულაძეს – საქართველოს საამაყო შვილს. ეს იგივეა, როგორც 1937 წელს ბერიამ დახვრიტა ევგენი მიქელაძე.

მურთაზ ზოდელავას – ყოფილ პროკურორს, კანონიერი ქურდების რისხვას – ე.ი. მაფია ასამართლებს მაფიასთან მებრძოლს.

ირაკლი ნადირაძეს – საკრებულოში კორუფციის მამხილებელს.

და კიდევ ერთ უწესიერეს ადამიანს პაატა მანჯგალაძეს.

ლაშა ბერიძეს – ამერიკის ყველაზე პრესტიჟული აკადემიის კურსდამთავრებულს, ესაა ასევე მესიჯი ამერიკელებისთვის.

ასამართლებენ სხვა გულანთებულ პატრიოტებსაც, რომლებიც ივანიშვილმა დანიშნა ამბოხებულებად, სინამდვილეში მათ სჯიან 4 ოქტომბრის, ვითომ არჩევნების ჩაშლისთვის და სხვების დასაშინებლად, ისინი ჩვეულებრივი მძევლები არიან. აღფრთოვანებული ვარ მათი ღირსეული საქციელით ე.წ. სასამართლოში.

ასევე კატეგორიულად ვგმობ ნიკა მელიასთვის გამოტანილ მორიგ სამარცხვინო განაჩენს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საფრანგეთში ახალგაზრდების ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 2026 წლის მეორე ნახევრისთვის ამოქმედდება” – მაკრონი
შემდეგი სტატია“მარადიული არაფერია, განსაკუთრებით ის ვაჭარი და მისი ძალაუფლება, ვისაც საქართველოს იმპერატორობა მოუნდა” – სტურუას წერილი ციხიდან