16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ვის არ შეეხება ავტომობილების განბაჟების გაძვირება

xr:d:DAFeG3AgsbY:1609,j:1318837149035158907,t:23110614

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 72 მომხრე, 11 წინააღმდეგი, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

ცვლილებების პროექტი, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.

ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში გავრცელდება.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატია“არავინ იცის, რას ფიქრობს პრეზიდენტი”– ტრამპის გარემოცვა აღიარებს, რომ ომის გეგმა არ არსებობს