ვის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? – დაინტერესდა აშშ კონგრესი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2015 00:57

ვის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? – დაინტერესდა აშშ კონგრესი

ვის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? - დაინტერესდა აშშ კონგრესიამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორს, წარმოადგინოს მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებდა რუსეთის ფედერაციაპოლიტიკურ მკვლელობებსთავის სახელმწიფო ინტერესებში 2006 წლის 1 იანვრიდან, ასევე რუსეთის დაზვერვის მიერ პოლიტიკური პარტიების და არასახელმწიფო ორგანიზაციების დაფინანსება 2006 წლის 1 იანვრიდან.
მიუხედავად კონგრესის რესპუბლიკური და დემოკრატიული ფრაქციების არამეგობრული დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ, რეზოლუციის მიღებას ხმა მისცა 364 კონგრესმენმა, 58 კი წინააღმდეგი იყო. ამ ფონზე დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს კანონპროექტი მოწონებული იქნება ამერიკული სენატის მიერაც. კონგრესმა გამოაქვეყნა კანონპროექტის 67-გვერდიანი ვარიანტი, რომელიც არ არის გასაიდუმლოებული.
ამ კანონის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 180 დღისა, დაზვერვის დირექტორმა კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ის ინფორმაცია, რომელიც მათ ექნებათ ამ დროისთვის, კერძოდ,2006 წლის 1 იანვრიდან, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე.
ანგარიში უნდა მოიცავდეს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში რომელი ორგანიზაციები ფინანსდებოდა, ასევე რუსეთის რომელი სპეცსამსახურები იყო ჩართული და რა იყო მათი მიზანი.
კონგრესის მიერ ჩამოთვლილია ამგადვარი მოღვაწეობის შესაძლო მიზნები:
) სახელმწიფოს პოლიკური საძირკვლების მოშლა,
ბ) აშშ-ს და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საბოტაჟი,
გ) იმ ენერგეტიკული პროექტების ჩაშლა, რომლებიც რუსეთის ენერგომატარებლების ალტერნატიული იყო და არის.
და ბოლოს, დაზვერვის დირექტორს დაევალა, იმავე ვადაში წარუდგინოს კონგრესს ანგარიში, რომელშიც იქნება სია იმ რუსი პოლიტიკოსების, მეწარმეების, დისიდენტების, ჟურნალისტების, მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების, უცხო ქვეყნის მეთაურების, უცხოელი ჟურნალისტების, არასამთავრობო ოეგანიზაციების წევრების და სხვა პირების, რომლებიც დაზვერვის ორგანოების აზრით, 2006 წლის 1 იანვრიდანიყვნენ მოკლულები რუსეთის სპეცსამსახურების ან მათი აგენტების მიერ“.

მათვე უნდა წარუდგინონ კონგრესს მონაცემები იმის შესაზებ, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა თითოეული ადამიანის მკვლელობა და რა მეთოდებით იყო შესრულებული.

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ კანონპროექტის 67-გვერდიანი ინგლისური ვერსია, რომელიც არ არისგასაიდუმლოებული:

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 4, 2015 00:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics