“ვის აინტერესებს?..” – ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მოშიმშილე ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ “ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას.“

“როდის იყო მე კობახიძის სიტყვები მაინტერესებდა? როდის გადავწყვეტ შიმშილობის შეწყვეტას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები, პოლიტიკური ამოცანაა-ერთობა, ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა.

დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე, ამ არათანამშრომლობის საკითხში, პარლამენტში თუ კომისიაზე, ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც დღეს არის გადამწყვეტი, რომ რეჟიმი რომელიც დღეს ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს, ჩვენი აქტიური ერთობით და მოქმედებებით.

მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, განსაკუთრებით ოპოზიციასთან, არ ვლაპარაკობ შანტაჟის ენით, მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ სტრატეგიაზე, რომელიც მიმაჩნია აუცილებლად და რომელზეც მინდა შევჯერდე მაქსიმალურად ყველასთან. ეს არი არის ცალკე ჩემი ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატი გიორგი წიქარიშვილი: არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ “კონკურსში” და ლეგიტიმაცია მივანიჭო პროცესს, დადგმულ ფარსს
შემდეგი სტატიამეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება