ვის ბრალდება ზვიად გამსახურდიას მკვლელობა-გამოხმაურება რუსთავი2-ის რეპორტაჟზე

1991 წლის 31 მარტს

“ის რომ ზვიად გამსახურდიას თითქოსდა მკვლელობის სხვისთვის დაბრალებას თხოვდა მანანა არჩვაძე ბაჩუკი გვანცელაძეს და ცოტნე გამსახურდიამ გვანცელაძისგან უარის მიღების შემდეგ მას სამი ტყვია ესროლა ამის გამო, ეს სიმართლეა. ვადასტურებ იმასაც, რომ მაშინდელი პარლამენტის ყველა წევრმა იცის ეს. მე პირადად, პარლამენტის წევრებისგან მაქვს გაგებული.
ოდნავ მიკვირს ამას სენსაციად რომ წარადგენენ.
მეტიც, ზვიადის თვითმკვლელობის შემდეგ, მოსკოვში ჟურნალისტი ქალბატონი (მის სახელსა და გვარს ახლა ვერ ვიხსენებ, თუმცა მაინც არ დავასახელბდი), რომელიც ამტკიცებდა რომ ზვიადმა თავი მოიკლა, ძმებმა გამსახურდიებმა რადიატორთან მიაბა და სიკვდილამდე სცემეს. შემდეგ კი ყინვაში ქუჩაში დააგდეს. მერე აბსანძეს გააგებინეს, რომელმაც ქალბატონი წაიყვანა და შემდგომ გაჩუმება სთხოვა. ესეც ყოფილი დეპუტატისგან ვიცი, ვინც მაშინ საქმის კურსში იყო.

“რუსთავი 2“-ის სიუჟეტში გახმოვანებული რეპორტაჟისთვის ერთი რამაა დასამატებელი – მაშინდელ ფინანსთა მინისტრს, გურამ აბსანძეს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ზვიადის გადაწყვეტილებებზე, არც იმას გამოვრიცხავ რომ რუსებზე მუშაობდა აბსანძე.

რაც ეხება ზვიად გამსახურიას მოწამვლას – აქაც აუცილებელია ამ ხარვეზის გამოსწორება და იმისი თქმა, რომ ეს ვერსია გოჩა ბახიას მოგონილია, რომელმაც საფრანგეთში პირადად მითხრა ამის შესახებ. ბახიას ვერსიით, ზვიადი რობინზონ მარგველიანმა მოწამლა, რომ ამით ზვიადის პროსტატის კიბოს გაღიზიანება გამოეწვია – ზვიადის ავადმყოფობა (გართულებული პროსტატის კიბო) იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდოდა მანანა არჩვაძეს ექსპერტიზის ჩატარება, გოჩა ბახიას სიტყვებდიან გამომდინარე. მარგველიანი აფხაზეთში დატყვევების შემდეგ რუსებმა გადიბირეს. ამას დამატებული მაშინ ბახიას და კიდევ სხვების მეშვეობით მუშავდებოდა ვერსია, რომ ზვიად გამსახურდიას გროზნოდან საქართველოში არ სურდა დაბრუნება და მხოლოდ იმის გამო ჩამოვიდა, რომ კანონიერ ეროვნულ გვარდიას არაფერი დაეშავებინა. ანუ 1993 წლებში მომხდარის ეროვნულ გვარდიაზე გადაბრალების მცდელობის ვერსია მუშავდებოდა. მაშინ ბახია გავაფრთხილე, რომ ამ აბსურდული ვერსიისთვის თავი დაენებებინა.

რაც შეეხება ლოთი ქობალიას მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს – აქ შესწორებაა გასაკეთებელი.
ჩვენ, ეროვნული გვარდიის წევრები დღემდე დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ ბევრ რამეზე, რაც 1990-1993 წლებში ხდებოდა და დამიჯერეთ, იმაზე მეტი გვაქვს სათქმელი, ვიდრე ბევრს გონია. უბრალოდ, არ გვინდა შევეხოთ ჯერ ისევ ახალ ჭრილობებს, ასევე, პრეზიდენტ გამსახურდიას ხსოვნას, რამეთუ უდიდეს პატივს ვცემთ.
ფაქტი ერთია, ლოთი ქობალიამ არ დაიცვა კი არა, ვერ დაიცვა ზვიად გამსახურდია და პირველ რიგში, ვერ დაიცვა საკუთარი თავისგან. სამწუხაროდ, როგორც რეპორტაჟში იყო აღნიშნული და ზემოთ დავწერე, ზვიადი ძალზე იოლად ექცეოდა არაპატიოსანი ხალხის გავლენის ქვეშ. მარტივი ენით რომ ვთქვათ, მტრების მეგობრებად და მეგობრების მტრებად წარმოსახვის ვირტუოზი იყო. პირადად ჩემს თავზეც მაქვს ეს გამოცდილი.
ლოთი ქობალია კი იმ პერიოდში არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ბოლომდე ემსახურა.

ეროვნული გვარდიის მთავარის სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი, მაიორი გიორგი ალანია
ჩეხეთი

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გასულ რეპორტაჟს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა:

“ნაძირალა ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა გზით და მიზეზით გაურბის ჩვენების მიცემას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, დღეს მიმართავს პროკურატურას სიმართლის დადგენის მოთხოვნით და მოითხოვს გამოიძიოს, ვინ შეუშალა ხელი ექსპერტიზის ჩატარებას… თურმე ედუარდ შევარდნაძის ხუნტის ეგიდით უნდა ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა. სხვათა შორის, ეს გუგუშვილი, რომელიც ფინეთშია უკვე 24 წელია, ამ ხნის განმავლობაში ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა იმ საბაბით, რომ ყველა ხელისუფლება 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ უკანონოა, მე პრემიერ-მინისტრი ვარ და ამათთან არ ვითანამშრომლებო. ახლა აზრი შეუცვლია.

მეორე, დაცვის წევრი ვინმე გვანცელაძე ამბობს, რომ მანანა არჩვაძე ითხოვდა მისგან მამას თანმხლები პირებისთვის ხელის დადებას, არ მინდა თვითმკვლელის ცოლი ვიყოო. გაგახსენებთ, რომ ამ წლების განმავლბაში არსად, არასდროს, არცერთ ოჯახის წევრს არ გვითქვამს, რომ ამ ყველაფერში დაცვის წევრების ან გუგუშვილის ხელი ერია. წლების განმავლობაშიც თურმე მანანა არჩვაძე უშლიდა ხელს გამოძიების ჩატარებას და ის, რომ სახელმწიფო უწყებები საქმის წარმოების ყველა ეტაპზე გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ ელემენტარულ საკითხებზეც კი, ესეც მანანა არჩვაძის და ოჯახის ბრალი ყოფილა!

“კურიერის” ამ სრულიად არაადეკვატური და სამარცხვინო სიუჟეტის თანახმად ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას ოჯახი პოლიტიკური სპეკულაციისათვის იყენებს. დიდი პოლიტიკური დივიდენდები მოვიპოვეთ, ვერაფერს იტყვი…

რუსთავი-2 სიუჟეტის თანახმად ოჯახის წევრის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნა პოლიტიკური თამაში ყოფილა და ამავე დროს, ჩვენვე ვუშლით გამოძიებას ხელს. საინტერესოა, რატომ გახდნენ მოულოდნელად ივანიშვილის პროკურატურის და მკვლელების პოზიციის დამცველები?!”-წერს ცოტნე გამსახურდია.

 

banner
წინა სტატიაშიცრუ მოწმის თქმით, პროკურატურის დავალებით, გახმაურებულ პროცესებზე გამოგონილ ამბებს ყვებოდა
შემდეგი სტატიაპუტინი აშშ-ს რუსეთის არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს