ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის ცენტრი ამოქმედდა

ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის ცენტრი ამოქმედდა. პაციენტებს შესაბამის მომსახურებას კლინიკა ,,მედკაპიტალი’’ 24 საათიან რეჟიმში გაუწევს. ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის 6 სადღეღამისო ცენტრი მოქმედებს. ახლადგახსნილი ცენტრის მუშაობას დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო.

„დღეს მთავრდება თბილისის ყველა რაიონში სადღეღამისო ცენტრების გახსნა. ბოლო ასეთი ცენტრი გახლავთ ისანი-სამგორის რაიონში, ეს საოჯახო მედიცინის ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს,“ – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას ითხოვს
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი