ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს.

ამის შესახებ განცხადება ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მოსმენა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას ეხებოდა.

„ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ პუტინი მემკვიდრეობის პროექტად სინამდვილეში შეიძლება მიისწრაფვოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, ნატო-ს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთიანობა, საუბარი იმ სერიოზულ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ. ასევე მნიშვნელოვანია რუს ხალხთან საუბარი. არავის სურს ომი, ყველაზე ნაკლებად კი, რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს სკოლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას. სწორედ ამაზე უნდა იხარჯებოდეს რუსეთის სიმდიდრე და არა რუსი ბიჭების უკრაინის ფრონტის ხაზზე გასაგზავნად“ – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

banner
წინა სტატიაშიმომავალმა თაობებმა უნდა იცოდეს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული – კალაძე
შემდეგი სტატიაწერეთელი – ყველა ის ადამიანი, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა დაისაჯოს