ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე იქნება. ამის შესახებ გურასპაულმა და სანიკიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“კალათბურთის ოჯახი არის ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია ამ გუნდში, რომ კალათბურთი კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე.

მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე.

ფედერაციის სრული შემადგენლობა რჩება კალათბურთის სამსახურში, რაც შემეხება მე, ჩემთვის რომელიმე თანამდებობა და სავარძელი პანაცეა, თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და გავაგრძელებ მუშაობას, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს”. – თქვა გურასპაულმა.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე: არ ვაპირებ გადადგომას
შემდეგი სტატიაგვარამია: მოსამართლემაც თქვა, რომ სწორი არის ის განმარტება, რომელსაც მე ვიძლევი