ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება მიულოცა

ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება მიულოცა.

„პირველ რიგში, გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, ევროკავშირში გაწევრიანების გზა კარგია. საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ასე რომ, ვფიქრობ სწორ გზაზე ხართ“, – აღნიშნა ორბანმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო
შემდეგი სტატიაორბანი – საქართველოში საქმე კარგად მიდის, მთავრობა კარგად მუშაობს, სწორ გზაზე ხართ