9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ვიქტორ ორბანმა ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადამიხადა – ირაკლი კობახიძე უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება,  სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 

“ოცნების” ლიდერი უკვე შევხდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შევხვდი.

უნგრეთის პრემიერმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მომისამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადამიხადა.  

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.

უნგრეთში დღეს მონაწილეობას მივიღებ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

კონფერენციაზე ჩემი სიტყვით გამოსვლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიროდის ჩაიკეტება სამების ტაძარი პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეებისთვის- რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი
შემდეგი სტატია“აშშ აგრესიის შესაჩერებლად მზად არ არის”– ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი