ვიქტორ ორბანი – “ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება”

ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.

მისივე თქმით, უნგრეთი სერბეთს ნავთობსა და გაზს გაუზიარებს.

„უნგრეთს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მარაგი არ აქვს, ამიტომ სტაბილური იმპორტის უზრუნველყოფა აუცილებელია. ჩვენ გავთავისუფლდით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისგან და ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს. თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება. რაც არ უნდა გვქონდეს, გაგიზიარებთ. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, ძვირფასო მეზობელო“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“გული მწყდება უფროს თაობაზე, როგორ შეიძლება ისევ ის შეცდომა დაუშვა და ქვეყანა ერთი საუკუნით უკან დაწიო” – ელენე დევიძე
შემდეგი სტატია“ნიკა მელიას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია” – ნიკა გვარამია