ვიქტორ ორბანი ვენესუელას პრეზიდენტის დაკავებას გამოეხმაურა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ახალი სამყაროს, “ახალი ენის” ძლიერი გამოვლინებაა. ამის შესახებ ორბანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ, სავარაუდოდ, მსოფლიო ნავთობის რეზერვების 40-50 პროცენტს აკონტროლებს და ეს ძქალა მნიშვნელოვნად იმოქმედებს გლობალურ ენერგო ფასებზე.

“ეს არის ენა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს. უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ, სავარაუდოდ, მსოფლიო ნავთობის რეზერვების 40-50 პროცენტს აკონტროლებს. ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს გლობალურ ენერგო ფასებზე,” – თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს უფრო იაფი ენერგია სჭირდებათ ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური პროგრამის განსახორციელებლად და “ეს კარგი ამბავია უნგრეთისთვის”.

“მე ვხედავ სერიოზულ შანსს, რომ ვენესუელაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, უნგრეთი ენერგეტიკულ ბაზარზე უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში იქნება,” – აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.

banner
წინა სტატიაშინიკოლას მადურო ბრუკლინის იზოლატორიდან მანჰეტენის სასამართლოში გადაჰყავთ
შემდეგი სტატია“ევროპა უნდა დარჩეს ერთიანი, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავსრულდებით” – დონალდ ტუსკი