უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ მადიარის ტირანიას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ორბანმა, რომელიც აპრილის არჩევნებში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა, მხარდამჭერებს მოუწოდა, აღადგინონ დემოკრატია ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, ახალმა მთავრობამ გაანადგურა. გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ორბანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურორებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ოფისებში.
პროკურორებმა Reuters-ს ელექტრონული ფოსტით განუცხადეს, რომ ეს ქმედება უკავშირდებოდა გამოძიებას ორბანის მთავრობის დროს ეროვნულ კულტურის ფონდში „მითვისებასა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებებზე“. ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურორებმა წაიღეს სერვერები, რომლებიც პარტიის წევრების მონაცემთა ბაზასა და ელექტრონულ წერილებს შეიცავდა. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რათა „ფიდესისთვის“ ფუნქციონირება იურიდიულად შეუძლებელი გამხდარიყო.
















