ვიქტორ ორბანი: ყველა ტერორისტი – ლტოლვილია…

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ჟურნალ Politico-სთან აცხადებს, რომ ტერორიზმის პრობლემა ევროპაში ლტოლვილთა პრობლემის ნაწილია…

,,ახლა ამის აღიარება არავის უნდა, თუმცა ეს უკვე რეალობაა, რომ ევროპაში მოქმედი ტერორისტები პრაქტიკულად ყველა ლტოლვილია. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ევროკავშირში შემოსვლის თარიღია,, აცხადებს ორბანი.

,,ემიგრანტებსა და ტერორისტებს შორის კავშირი რომ არსებობს, ეს უდავო ფაქტია… გვინდა თუ არ გვინდა ეს ასეა, თუმცა ამის აღიარებას დასავლელი ლიდერები ერიდებიან, რის გამოც მათსა და ხალხს შორის უფსკრული იზრდება,, აცხადებს უნგრეთის პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ ევროპამ თავისი საზღვრები მავთულხლართებით და ღობეებით უნდა დაიცვას… და უარი თქვას ლტოლვილთა მიღებაზე.

,,მე არც პუტინის მსგავსი ლიდერი ვარ და არც ერდოღანის მსგავსი,, აცხადებს პრეზიდენტი ორბანი, რომელიც მის წინააღმდეგ ცუდი ხმების გავრცელებაში დასავლელ ლიდერებს ადანაშაულებს, რომელთაც მისი მოშორება უნდათ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპუტინი ირანთან ერთად სირიის პროცესებში გაძლიერებას გეგმავს…
შემდეგი სტატიათქვენი აზრით საქართველოსთვის წარმოადგენს თუ არა ISIS საშიშროებას?