6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ვიქტორ ორბანი: ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე არის ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს.

.„დღეს ჩვენთან ერთად არის პატრიოტი ჩემპიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კავკასიიდან, რომელიც რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქვეყანა საქართველოა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) იმართება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია კობახიძეზე: 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო
შემდეგი სტატიარუსეთიდან ძალიან დიდი დელეგაცია იქნება- სასულიერო პირი ბელარუსიდან