დღეს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პარიზს ეწვევა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Europe 1 ავრცელებს.
შეხვედრაზე ვიქტორ ორბანი და ემანუელ მაკრონი ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მიზნებს განიხილავენ, რომელიც 1-ელი ივლისიდან დაიწყება.
ასევე, მოსალოდნელია, რომ მხარეები უკრაინისა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ.