ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიკრობლოგ „იქსზე“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.

„ჩვენ გვჭირდებიან მსოფლიოში ისეთი ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც მშვიდობის მოტანა შეუძლიათ, ის ერთ-ერთი ასეთი ლიდერია. დაბრუნდი და მოგვიტანე მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი „ჰერითიჯ ფაუნდეიშენში“ კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

„ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა – ეს ევროპისა და ამერიკის კოსერვატიულ ძალებს შორის თანმშრომლობის საერთო საფუძველია“, – აღნიშნა ორბანმა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტი: სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო