ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ, არ შეგვიძლია, დავსხდეთ და ომის სასწაულებრივად დასრულებას დაველოდოთ

უნგრეთის პრემეირ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას თუ არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება, არ შეიძლება, არაფერი გააკეთო და ომის სასწაულებრივ დასრულებას დაელოდო.

„ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ. მაშინაც კი, თუ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებისა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავსხდეთ და დაველოდოთ ომის სასწაულებრივად დასრულებას. ჩვენ ვიმოქმედებთ, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის ჩვენი სამშვიდობო მისია“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

„უნგრეთი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მანდატი და არც შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური წონა, არ გვაქვს ადეკვატური ეროვნული (მთლიანი) პროდუქტი, არმია და ა.შ., მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ კარგი ინსტრუმენტი იმ ადამიანების ხელში, ვისაც მშვიდობა სურს“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანი დღეს მოსკოვში ჩავა.

აღნიშნულ ინფორმაციას ევროპელი ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ორბანს მიმართა: „მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.

banner
წინა სტატიაში78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე
შემდეგი სტატიასუხიშვილების განახლებული საზაფხულო პროგრამა თაკარას ღია სცენაზე – პროექტის მხარდამჭერია SOLO