9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ვიქტორ ორბანი: არსებობს მტკიცებულება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ

Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთთან კავშირების ბრალდებების ფონზე პიტერ სიიარტოს სავარაუდო ფარული მოსმენის შესახებ გამოძიების ბრძანება გასცა. 

„ორ სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე: არსებობს იმის მტკიცებულება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ და ასევე, გვაქვს იმის ნიშნებიც, თუ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს. ამის დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა მოხდეს“, – დაწერა ორბანმა X-ზე.

ცნობისთვის, შაბათს გამოცემა Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ წლების განმავლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ევროკავშირის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს რეგულარულად ურეკავდა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბი ამბავი“ უწოდა.

banner
წინა სტატიაშიმიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
შემდეგი სტატიაარსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი?- რას ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე