13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხების შემდეგ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს

ვიქტორ ორბანის განცხადებით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და მომავალი პარლამენტის ნაწილი ოპოზიციის სახით არ იქნება.

მისივე თქმით, პარლამენტში ფრაქციის ხელმძღვანელი გერგედი გუიაში იქნება – თავად კი “პარლამენტში საჭირო აღარ არის”. ორბანის თქმით, ის კვლავ იქნება Fidesz-ის თავმჯდომარე, თუ პარტია ამას მხარს დაუჭერს.

“მანდატი, რომელიც მე მივიღე როგორც ფიდეს-ქრისტიან-დემოკრატების სიის ლიდერმა, სინამდვილეში ფიდესის საპარლამენტო მანდატია, ამიტომ გადავწყვიტე მისი დაბრუნება. ახლა ის არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის არის საჭირო.

თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ვედექი სათავეში ჩვენს საზოგადოებას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ წარმატებები და წარუმატებლობები, გამარჯვებები და დამარცხებები არჩევნებში. თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა: ეს ბანაკი ყოველთვის იყო უნგრეთის ყველაზე შეკრული და ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება და ეს ერთიანობა ახლა ძალიან სჭირდება უნგრეთს. პრეზიდიუმს გამოაქვს წინადადება, რომ მე გავაგრძელო მუშაობა ფიდესის თავმჯდომარის პოსტზე და თუ ყრილობა გამომიცხადებს ნდობას, მე მზად ვარ ამ ამოცანისთვის”,- განაცხადა ორბანმა.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა
შემდეგი სტატიატრამპი: სპეციალური წარმომადგენლები ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან