ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მის მიერ შეთავაზებული „ზავი“ უარყო.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტთან ინტერვიუში, რომელიც კიევში უნგრეთის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და ორბანს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ გაესაუბრა, უნგრეთის ლიდერმა დაადასტურა ვარაუდი, რომ ზელენსკიმ უარყო მისი იდეა „დაუყოვნებელი ზავის“ შესახებ.

ორბანის თქმით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება შეთავაზებული გეგმის ლოგიკაში და არ უჭერს მხარს, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ზავი „უკრაინისთვის არ იყო კარგი“.

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე, რაც, მისი აზრით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დააჩქარებს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას გამოხატავენ ქალბატონი სალომეს მიმართ
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება