5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარები მოდის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარები მოდის.

„უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს. ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

როგორც ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა განმარტა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს პირდაპირ დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინულმა „სასიკვდილო რაზმმა“ მათზე ყველაფერი იცის.

„საკმარისია, უკრაინავ! კიდევ ერთი სკანდალური მუქარა ვიქტორ ორბანის მისამართით. დროა, უკრაინამ გაიგოს, მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი “ოცნებაზე”: ადამიანები ციხეში გყავდეს, ურტყამდე, აჯარიმებდე და მელაპარაკეო მეუბნები​, არაადეკვატურია
შემდეგი სტატიაანტონიო კოშტა და ილჰამ ალიევი ბაქოში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ