უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკს დეპუტატის მანდატი ჩამოერთმევა. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სასამართლო დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ბატონი მედვედჩუკი სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და როგორც კი მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს იქნება საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის საფუძველი“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.
12 აპრილის ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინულმა მხარემ დააპატიმრა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მხარეს შესთავაზა მისი ტყვეებში გაცვლა.