11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ვიქტორ ყიფიანი: თუ საუბარია ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება

„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო – Georgia First-ის“ თანადამფუძნებელმა  ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ვისაუბრეთ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, მომავალზე. ითქვა ის, რომ როგორც ქვეყნის პარტნიორები, მხარს უჭერენ ურთიერთობებში კომუნიკაციას, რაც დიპლომატიაში აბსოლუტურად ბუნებრივია. სხვა მხრივ, დამსწრე საზოგადოებისგან აინტერესებდათ შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე როგორც შიდა პოლიტიკურზე, მათ შორის ევროპასთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. ამაზე საუბარი იყო და მივაწოდეთ ჩვენი აზრი.

ყველამ ვიცით რა გვჭირს, ყველანი მოწმეები ვართ რა ხდება ქვეყანაში. თუ საუბარია ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება. რაც ხდება იმას უნდა დაერქვას პოლიტიკა“,– განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაში“რამენაირად რომ ჩამხსნან სოციალური ქსელებიდან, ჩემი ლეგენდა მკვეთრად გაიზრდება და ინტერესიც გაორმაგდება”- რას წერს სააკაშვილი
შემდეგი სტატიასომხეთში საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს