23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ვიქტორ ყიფიანი: თუ ცვლილებები მართლა გვინდა, პოლარიზაცია ოპოზიციამ უნდა დავასრულოთ

ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება – ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის, განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის ოპოზიციურ პარტიებს და ცვლილებებზე ორიენტირებულ ამომრჩეველს სთავაზობს.

“წითელი ხაზი არის არა კითხვაზე პასუხის გაცემა, იღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არამედ, როგორ არჩევნებში მონაწილეობ.

ამიტომ, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება. ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე.

რადგან, როდესაც ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანების ნაპირი კიდევ უფრო გაბევრდება, ეს უფრო ეფექტიანი გზა იქნება პოლარიზაციის დასასრულებლად, ვიდრე იმის მოლოდინი, “ოცნება” როდის გააკეთებს ამას, მითუმეტეს, რომ ამის სურვილი მათ არ აქვთ”, – წერს ყიფიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი დავითური: თელავში მომხდარი ინციდენტის სრულყოფილად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა ვიდეოჩანაწერები სრულად შეისწავლონ
შემდეგი სტატიამომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი განცხადებას ავრცელებს