10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ვიქტორ ყიფიანი: სანამ დროა, შეჩერდით

სანამ დროა, შეჩერდით. მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.
მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში “გამარჯვებულ-დამარცხებულად” დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა.
რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა.

სხვა შემთხვევაში, შერჩება საუბარს აზრი?
როგორ საუბარს?
საუბარს რის თაობაზე? შევძლებთ ნორმალური პოლიტიკური პროცესით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე აზრის ფორმირებას?
გვექნება კი ამის უფლება და შესაძლებლობა?

შეკითხვები, რომლებიც პასუხებს ელიან..

პასუხები, რომლებიც ქვეყნის დღევანდელობასა და მის ხვალინდელზე კრიტიკულ გავლენას მოახდენენ..

გავლენა, რომლის მიღმა არცერთი და არავინ დარჩება- აცხადებს პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი

banner
წინა სტატიაშინანა ტოხვაძე: საზოგადოება უნდა იცნობდეს მოსამართლეებს და მათ სახელ-გვარებს, რომლებიც პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავენ
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: „პარტიების აკრძალვით მილიონზე მეტ ქართველს არჩევანის უფლებას წაართმევენ“