11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

„ვიქტორ ყიფიანი “ერევნის დიალოგი 2026” -ში მიიღებს მონაწილეობას

ინიციატივა “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. რიგით მეორე “ერევნის დიალოგი 2026“, 5-6 მაისს, ერევანში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დასრულებისთანავე გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები და აკადემიური წრეები,
მათ შორის იქნებიან “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი და თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
🗨️ “ერევნის დიალოგი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები, შევიმუშაოთ ერთობლივი რეგიონული მიდგომები და გავაღრმაოთ ჩვენი კავშირები. ასევე, ჩვენი გუნდის — “ჯერ საქართველოს” ამოცანაა ღონისძიების ფარგლებში გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური კავშირები პარტნიორ სახელმწიფოებთან და მათ პოლიტიკურ წრეებთან”, — განაცხადა “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთმა 9 მაისის აღლუმი დააანონსა, მაგრამ წელს იქ სამხედრო ტექნიკა არ იქნება